ოკუპანტები მიერ დაჭრილი და გატაცებული გახელაძის მდგომარეობა ისევ უცნობია - ოჯახს "საიას" ხელმძღვანელი ხვდება

გამოქვეყნდა:

ცხინვალის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლებას გააქტიურებას სთხოვს. ოჯახი ამბობს რომ დამატებითი ცნობები მამაკაცის ადგილსამყოფელის და მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არ მიუღიათ.

გახელაძეები ისევ უშედეგოდ ელიან წითელი ჯვრის წარმომადგენლების იმ კლინიკაში შესვლას, სადაც ის მკურნალობის კურსს გადის. 

"ჩვენთვის დამაიმედებელს არავინ არაფერს გვეუბნება. მართალია ყველა მუშაობს, მათ შორის მთავრობაც მაგრამ, ფაქტია ვერავინ ვერაფერს აკეთებს. ვითხოვთ კიდევ უფრო გააქტიურებას, დაგვიბრუნონ ჩვენი შვილი"-აცხადებს გატაცებულის დედა.

გახელაძეების ოჯახს დღეს "საიას" ხელმძღვანელი სულხან სალაძე შეხვდა.

მანამდე კი იქ "ლელოს" გორის ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს და საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დე-ფაქტო ცხინვალი ამტიცებენ რომ მამაკაცმა ე.წ. მესაზღვრეებს თავდაპირველად 10 ტყვია ესროლა და ის საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი