
ამერიკული გაზეთის New York Times-ის ჟურნალისტები 24 საათით გაიფიცნენ, რაც გაზეთის 40-წლიან ისტორიაში პირველი მასშტაბური გაფიცვაა.
Newsroom-ის თანამშრომლებისა და The News Guild of New York-ის წევრების თქმით, მათ "სამუშაო კონტრაქტებთან დაკავშირებით ვაჭრობა მობეზრდათ". არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები გაიმართა ხელფასების გაზრდასა და დისტანციური მუშაობის დანერგვაზე, თუმცა ამ ეტაპზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
რაც შეეხება რედაქციას, New York Times-ის სპიკერის, დანიელ როადსოს თქმით, ისინი ჯერ კიდევ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, როდესაც მას ჟურნალისტების გაფიცვის შესახებ შეატყობინეს.
"იმედგაცრუებაა, რომ ისინი იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს, მაშინ როდესაც ჩვენ ჩიხში ვართ შესული", - ამბობს როადსი.
გამოცემის რეპორტიორი და პროფკავშირის წარმომადგენელი, სტეისი ქოული კი ამბობს, რომ ისინი ხელფასის 10%-ით გაზრდას ითხოვენ, რაც მისივე თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ სამუშაოს დაფარავს.
გარდა ამისა, ქოულის თქმით, მათ ასევე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა სურთ, თუმცა, რედაქცია ითხოვს, რომ მისი თანამშრომლები ოფისში კვირაში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.