რუსეთმა აშშ-ს კალათბურთელი ბრიტნი გრინერი, იარაღით მოვაჭრეში გაუცვალა - BBC

გამოქვეყნდა:

რუსეთმა NBA-ს ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრინერი,  შეერთებულ შტატებს იარაღით ცნობილ მოვაჭრე - ვიქტორ ბოუტში, იგივე "სიკვდილით მოვაჭრეში" გაუცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პატიმრების გაცვლა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი გრინერი თებერვალში მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის შეტანისთვის დააკავეს. კალათბურთელს რუსეთის სასამართლომ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რაც შეეხება იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბოუტს, მან 12 წელი გაატარა ამერიკულ ციხეში ტერორიზმის მხარდაჭერისა და მკვლელობის ბრალდებით. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი