"საქართველოში ვიღაცა რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალებში, უნდა იყოს შენი მოქალაქე და ალბათ იქაც ასეა" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"საქართველოში ვიღაცა რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალებში, ის უნდა იყოს შენი მოქალაქე და ალბათ იქაც ასეა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს და ეხმაურება კოლეგების მუქარას, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავენ. 

არ ვიცი ეს თემა რამდენად აქტუალურია, ვერ მივადევნე თვალყური. საუბარი რაზეა, არ ვიცი. ანუ, ვისთვის მოქალაქეობის დაკარგვაზეა საუბარი, ეს მე არ ვიცი. ერთი რამ, სამართლებრივად რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ოფიციალურად, აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, თუ ირიცხება პირი სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ეს სამართლებრივად არის საფუძველი მოქალაქეობის დაკარგვისთვის, მაგრამ რა თემაზეა საუბარი, მე კონკრეტულად ამის თქმა გამიჭირდება. სამართლებრივი განმარტება ეს არის - ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ის კარგავს მოქალაქეობას, - ამბობს კობახიძე. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური, კობახიძე პასუხობს, რომ "არ იცის".

"თავდაცვის ძალები არის ოფიციალური სტრუქტურა და თან, განსაკუთრებული სტრუქტურა იმიტომ რომ საქმე ეხება თავდაცვას, იარაღს და ა.შ. მაგალითდ, საქართველოში ვიღაცა რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალებში, ის უნდა იყოს შენი მოქალაქე და ალბათ იქაც ასეა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. თავდაცვის ძალები პირდაპირ უკავშირდება სუვერენიტეტს. არამოქალაქე რომ ჩარიცხო შენ თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არამგონია სადმე ხდებოდეს და ასეთ დროს, როდესაც პირი გადადის სხვა ქვეყანაში იღებს იქაურ მოქალაქეობას, ირიცხება თავდაცვის ძალებში, რაც პირდაპირ სუვერენიტეტს უკავშირდება, სამართლებრივად ასეთი ადამიანები კარგავენ ხოლმე პირველი ქვეყნის მოქალაქეობას"  - თქვა მან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი