"ყველა არის ენმ, თავისი ერთიანი ცოდვების ისტორიით და ერთიანი ბოლშევიკური მენტალიტეტით" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით საუბრობს. საუბარია "სტრატეგია აღმაშენებელზე", "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებაზე".
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ამ სამეულს, ე.წ. ტროიკას, მათ შორის არავითარი განსხვავება სინამდვილეში არ არის არც პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით, არც მენტალიტეტის თვალსაზრისით. ისინი არიან ერთიანი ბოლშევიკური გაერთიანების შემადგენელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, მათი ხშირი შეხვედრები არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რაც არ უნდა ერქვას ამა თუ იმ პარტიას, ამა თუ იმ პოლიტიკოსს, ყველა არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავისი ერთიანი ცოდვების ისტორიით და თავისი ერთიანი მენტალიტეტით - ეს არის ბოლშევიკური მენტალიტეტი... მათ რომ აინტერესებდეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ამდენი ხანი არ ექნებოდათ წამახალისებელი კამპანია თვითდაზიანებასთან დაკავშირებით, - თქვა კობახიძემ.