სააპელაციომ ჰუჯაბის ეპარქიის დისკრიმინაციულ დაფინანსებაზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა - ნაკაიძე

გამოქვეყნდა:

დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მარნეულის მუნიციპალური ბიუჯეტიდან, ჰუჯაბის ეპარქიის 400000 ლარით დისკრიმინაციულ დაფინანსებაზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა:

დღეს სააპელაციო სასამართლოში გაიმართა პროცესი მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური ბიუჯეტიდან ჰუჯაბის ეპარქიის 400000 ლარით დისკრიმინაციულ დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით. 
მოგეხსენებათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს და სამირა ბაირამივას სარჩელი, რის შემდეგაც მარნეულის მერიამ სააპელაციო სასამართლოში წაიღო აღნიშნული საქმე.
დღეს, ჩვენი ქვეყნის და სასამართლოს ისტორიაში, კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი დაიწერა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა.
ფაქტია, რომ ხელისუფლება სასამართლოზე ზემომედებით ცდილობს, საპატრიარქოს ინტერესების დასაცავად, სასამართლოს ინსტრუმენტალიზება განახორციელოს. საპატრიარქო და ხელისუფლება პოლიტიკურ კეკლუცობაში უკვე მრავალი წელია შეხმატკბილებული თანამშრომლობენ. ეს გადაწყვეტილებაც კიდევ ერთი დასტურია ქვეყანაში არსებული ტოტალური უსამართლობის, წარმთეული სასამართლოს სისტემის და უთანასწორო პოლიტიკის, რამაც ადამიანის უფლებებთა სტანდარტი კრიზისის წინაშე დააყენა საქართველოში." წერს ტარიელ ნაკაიძე.

შეგახსენებთ, ბოლნისის სასამართლომ, ივლისში, ბათილად ცნო და დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება.

ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  400 000 ლარით ფინანსდებოდა, ხოლო სხვა რელიგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა წარმოადგენს, საერთოდ ვერ იღებდნენ დაფინანსებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი