შეხვედრა "ნაციონალურ მოძრაობაში" | ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო ოპოზიციური გაერთიანების მთვარი იდეა ხდება. "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი მეტი თავისუფლება", "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს კვლავ ერთი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ.

ოთხი პარტიის ლიდერი ერთობლივად მსჯელობდა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე. იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლება საბოლოოდ გადაწყვეტს ციხეში მოკლას მესამე პრეზიდენტი, ხელისუფლების ოპონენტები რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავენ. ასევე ცნობილია, რომ მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსები შეინარჩუნებენ მჭიდრო კომუნიკაციას სააკაშვილის ოჯახთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი