
ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო, თუმცა უარი უთხრეს ბულგარეთსა და რუმინეთს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
"შენგენის ზონა პირველად ფართოვდება ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში ჩეხეთის თავმჯდომარეობის წყალობით. მინისტრებმა დაადასტურეს ხორვატიის წევრობა 2023 წლის 1 იანვრიდან!” - წერს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ჩეხეთის თავმჯდომარეობა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისრის, ილვა იოჰანსონის თქმით, ის იმედგაცრუებულია იმით, რომ ბულგარეთისა და რუმინეთის წევრობის გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა, თუმცა მისი თქმით, ევროკომისია გააგრძელებს მუშაობას, რომ ამ ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე მოახერხონ შენგენის ზონაში გაწევრიანება.