კასპის მერიამ 9 მანქანის შესაკეთებლად 50 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ, მერიისა და საკრებულოს საკუთრებაში არსებული 9 ავტომანქანის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას რეგიონული მედია "მოზაიკა"ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მერიას აღნიშნული მომსახურებისთვის გათვალისწინებული აქვს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 1 322 588 ლარის ოდენობით, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 50`000 ლარია. 

"გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება 50 000 ლარის ფარგლებში და იგი მოიცავს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველის საჭიროებისამებრ მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურების ღირებულებათა ჯამს. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებულებას იხსნის განახორციელოს სახელშეკრულებო თანხის სრულად ათვისება", - 
წერია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

სატენდერო წინადადებების მიღება 2022 წლის 19 დეკემბერს მთავრდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი