საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს და მხარდაჭერას სთხოვს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაიღუპება, თუ მას დროულად არ მისცემენ საზღვარგარეთ მკურნალობის უფლებას.
"ძვირფასო საზოგადოების წევრებო, მოგმართავთ ყველას! გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე! მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ. მე, იმედს ვიტოვებ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და აგვარიდებს პრეზიდენტის სამარცხვინოდ სიკვდილს!", - წერს გიორგი სააკაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 13 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა იმსჯელოს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე, ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე. პარალელურად სასამართლოსთან აქციაა დაგეგმილი.