ერთი თვე ვერ გასტანს, თუ გადაწყვიტეს და სიკვდილი აქვს მისჯილი, გაგვაგებინონ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა, დღეს, მაგალითად, რომ არ ყოფილიყო ექთანი მოკვდებოდა ადამიანი. ვერ ჭამს საერთოდ, ორი ლუკმა როგორც კი შეჭამა დაეწყო გულისრევა, მერე იხრჩობოდა უბრალოდ. თხოვნა არის ასეთი, რომ ან გადავადება, ან საერთოდ გათავისუფლება, იმიტომ, რომ ის დიაგნოზები რომლებიც არის უკვე წერილობით ფორმით წარმოდგენილი, სხვადასხვა ექსპერტებმა გასინჯეს, იძლევა საფუძველს გასათავისუფლებლად. 

დღეს ძალიან უცნაურ განცხადებებს ვისმენდი, რომ ახალ წლამდე, ერთი თვე სჭირდება თურმე და ასე შემდეგ, სრულიად მიუღებელია, ამდენი ხანი ეს ადამიანი ვერ გასტანს უბრალოდ. და თუ გადაწყვიტეს, თუ სიკვდილი აქვს მისჯილი, მაშინ გაგვაგებინონ". 

თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი