
"120 მმ-იანი ჭურვების ქვეშ არ გვეშიანია შესვლა, არც მაგის გვეშიანია, რა განცხადებებსაც თქვენ აკეთებთ. მოქალაქეობას წამართმევთ? რომელ მოქალაქეობას წამართმევთ? - თქვენ მომეცით მე მოქალაქეობა?! ჩემთვის ყველაზე მთავარი იცით, რა არის? - თავისუფლებას ვერ წამართმევ, კაცობას ვერ წამართმევ, ჩემი გვარის ისტორიას ვერ წამართმევ. აქ არის გულანთებული, საქართველოსთვის მომავლისთვის მებრძოლი გულანთებული ადამიანები,"
- ასე პასუხობს უკარინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე "ოცნების" ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სხვა ქვეყნის ჯარში მსახურება, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი შეიძლება გახდეს.