"ჩვენი ხელისუფლება არის პრორუსული ხელისუფლება. იღებენ დავალებას რუსეთისგან და მერე ჩვენც ხელს გვიშლის, რომ უკრაინაში ჩამოვიდნენ ბიჭები, ვიომოთ, ვის ვეომებით?- რუსებს ვეომებით. ესენი არიან ის ოკუპანტები რუსები, რომლებიც 2008 წელს საქართველოში შემოიჭრნენ, ტერიტორიები წაგვართვეს, მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვიხოცეს, დღესაც ეწევა ოკუპაციას. ჩვენ რუსეთს ვებრძვით, "ქართული ოცნება" ჩვენ გვებრძვის. წესით, მოქალაქეობის ჩამორთმევის უფელბა არ აქვთ, მაგრამ ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია"
- ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი გიორგი რუსიტაშვილი "ოცნების" ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ სხვა ქვეყნის ჯარში მსახურება, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი შეიძლება გახდეს.