სარდინიაში დასანქცირებული რუსი ოლიგარქის იახტა პორტიდან გაუჩინარდა - Guardian

გამოქვეყნდა:

გამოცემა Guardian წერს, რომ იტალიის კუნძულ სარდინიაში გაუჩინარდა რუსი მილიარდერის დიმიტრი მაზეპინის ძვირადღირებული იახტა, რომელიც, მას EU-ს მიერ დაწესებული სანქციების გამო ჰქონდა ჩამორთმეული. 

მედიის ცნობით, 22 მეტრიანი Aldabar იახტა, რომლის ღირებულებაც 700 000-დან 1 მილიონ ევრომდეა, ოლბიას პორტში იყო ივნისამდე, შემდეგ კი გაუჩინარდა. ეს მოხდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის ოფიციალურად გამოცხადდებოდა დიმიტრი მაზეპინს, მინერალური სასუქების კომპანიის მილიარდერი მფლობელის საკუთრებად. 

"მაზეპინმა იცოდა, რომ ის იყო სიაში, მაგრამ მან შეძლო მაქსიმალურად გამოეყენებინა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავადგინეთ, რომ გემი მას ეკუთვნოდა. იმის გამო, რომ ჩვენ გვჭირდებოდა საკუთრების მთელი ჯაჭვის გამოძიება", - უთხრა მედიას იტალიის ფინანსური პოლიციის წყარომ. 

პოლიციის ცნობით, მაზეპინმა დაიქირავა უცხოური კომპანია, რომელმაც თავის მხრივ გადაუხადა იტალიელ კაპიტანს, რომელმაც იახტა ოლბიას პორტან მოიპარა. იტალიის პოლიცია ამბობს, რომ ის ბოლოს ტუნისში, ბიზერტეს პორტში ნახეს, მაგრამ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

The Guardian იუწყება, რომ ახლა იტალიის ხელისუფლებას შეუძლია დააჯარიმოს თავად მაზეპინი, კომპანია, რომელიც მონაწილეობდა მის ექსპორტში და კაპიტანი 500 000 ევროთი იახტის უკანონო ექსპორტისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი