თავისუფლების მოედანზე, ნაძვისხესთან, სადაც თბილისის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქია" დამაგრებული, აიღეს ჯებირები უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოებით, ყვავილებითა და შავი ლენტებით. მოქალაქეებმა ადგილზე ისინი სოლიდარობისა და პატივისცემის ნიშნად მიიტანეს.
შესაბამისი ფოტო დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა. "მთავარი არხის" ვებგვერდი ელოდება მერიის პრესსამსახურისგან პასუხს, რა გახდა აღნიშნულის მიზეზი.
ცნობისთვის, დღეს მერი, კახი კალაძე თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთებას გეგმავს. პარალელურად, მოქალაქეები 20:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ მოთხოვნით - "შეიცვალოს ან გაუქმდეს წარწერა - „მშვიდობის ქალაქი“. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის ფონზე, სადაც უკვე 30-ზე მეტი ქართველი დაიღუპა, საახალწლო სლოგანად "მშვიდობის ქალაქის" გამოცხადება არაეთიკურია. კრიტიკას კახი კალაძემ ასე უპასუხა: