მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა დღეს, 9 დეკემბერს, მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპული მოლის დაცვის თანამშრომელია.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკი“-ში ხანძარი დღეს დილის 6 საათზე გაჩნდა. ცეცხლი 7,000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

ცეცხლი თავდაპირველად მოლში მდებარე სამშენებლო პროდუქციის მაღაზიაში გაჩნდა და მალევე გავრცელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი