უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია - შსს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის, მერი აკოპიანის ინფორმაციით, უკრაინის  ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.

"ჩვენი სპეციალისტების ანალიზისა და შეფასებით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 174 ათასი კვადრატული კილომეტრი დღეს რჩება დანაღმული. ეს არის ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 30%, შედარებისთვის, ოთხი შვეიცარია.

ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 10 წელიწადში შევძლებთ ყველა ამ ტერიტორიის გაწმენდას. როგორც ჩანს, ბევრია, მაგრამ ამ ტიპის სამუშაოებისთვის ეს საკმარისი არ არის." - განაცხადა აკოპიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიების განაღმვისთვის, 1 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. უკრაინის დახმარებას გეგმავს იაპონია და კამბოჯაც.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი