კარალეთსა და ზეღდულეთში მერის წარმომადგენლებს მესამე ასისტენტს დაუმატებენ 

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კარალეთსა და ზეღდულეთში მერის წარმომადგენლებს მესამე ასისტენტს დაუმატებენ, - ინფორმაციას რეგიონული მედია "მოზაიკა" ავრცელებს.

მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ კადრის დამატების გადაწყვეტილება საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს. ისინი ფიქრობენ, რომ დიდ ადმინისტრაციულ ერთეულებში, დასახლების სიმრავლიდან გამომდინარე, მერის წარმომადგენლისთვის 2 ასისტენტი საკმარისი არაა.  

"აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების ასისტენტების რაოდენობა გაიზარდოს ორი საშტატო ერთეულით. მგონია, რომ ამით არაფერი დაშავდება”, – თქვა კარალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მამუკა ბაზანდარაშვილმა.

მმართველი პარტიის ხმათა უმრავლესობით, თითოეული ასისტენტის ხელფასი 950 ლარი იქნება. ორი ასისტენტის დამატების შემდეგ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების – გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების ასისტენტების რაოდენობა გაიზრდება და ნაცვლად 63 საშტატო პოზიციისა განისაზღვრება 65 საშტატო პოზიციით.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი