გორის მერს 1-წლიანი მუშაობის შესაჯამებლად 25 წუთი დასჭირდა | ანგარიშის წარდგენამ კითხვა-პასუხის გარეშე ჩაიარა

გამოქვეყნდა:

გორის მერის 1-წლიანი ანგარიშის წარდგენამ კითხვა-პასუხის გარეშე ჩაიარა. როგორც რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" წერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმს საკუთარი ანგარიში დღეს, ძირითადად მხოლოდ საკუთარ თანაგუნდელებს წარუდგინა. 1-წლიანი მუშაობის შესაჯამებლად კი მას 25 წუთი დასჭირდა. 

ხინჩეგაშვილმა ძირითადი ყურადღება განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასქტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

ანგარიშის წარდგენის ბოლოს, გორის მერს დამსწრე აუდიტორიისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიუცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი