"ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს წამლავენ და ის სამედიცინო დახმარების გარეშე მოკვდება" | Forbes-ის სტატია

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის შემდეგ დამძიმდა და ის სამედიცინო დახმარების გარეშე მოკვდება" - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს გამოცემა Forbes.

გამოცემა მის იურისტებზე დაყრდნობით წერს, რომ "მას ნელ-ნელა წამლავენ და თუ სასწრაფოდ არ მიიღებს სამედიცინო დახმარებას, მოსალოდნელია მისი სიკვდილი".

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკელი ექიმის მიერ მმზადებულ ტოქსიკოლოგიურ დასვნაში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დარიშხანი და ვერცხლისწყალია ნაპოვნი და ის სავარაუდოდ სწორედ "მძიმე ლითონებით მოწამვლის შედეგია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი