"ნეტა, ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ. ადამიანი იმის ნახევარია", - წერს სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე, რომელიც 'შაბათის ფორმულას" მიერ გავრცელებულ, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს ეხმაურება.
მისივე ინფორმაციით, ფოტოები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს.
"მაქსიმალურად თავშეკავებით ვიტყვი- ფოტო,რომელიც გავრცელდა,არ ასახავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას. მეტი პასუხისმგებლობა მართებთ,როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ. ნეტა, ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ. ადამიანი იმის ნახევარია. იმედია,შეცდომაში შეყვანილი მედია დროულად დაადგენს ფოტოს გადაღების თარიღს.განვმეორდები- ნეტა, ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა" - წერს ეკა ხერხეულიძე.
ცნობისთვის "შაბათის ფორმულამ" მოიპოვა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკა ვივა მედში 1 თვის წინ არის გადაღებული. არსებული ინფორმაციითვე, ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი 10 კილოთი ნაკლებს იწონის.