აშშ უკრაინას დამატებით $275 მილიონის ღირებულების იარაღს გადასცემს | ჩამონათვალი 

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს გადასცემს.

პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას ახალ შესაძლებლობებს მისცემს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

  • დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS);
  • 80000 155მმ-იანი საარტილერიო სისტემა;
  • უპილოტო საჰაერო სისტემების აღჭურვილობა;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები;
  • მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანები (HMMWVs), სასწრაფო დახმარების მანქანები და სამედიცინო აღჭურვილობა;
  • დაახლოებით 150 გენერატორი;
  • საველე აღჭურვილობა.

საერთო ჯამში, ომის დაწყების დღიდან ამერიკამ უკრაინას 20 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი