რუსეთი უპრეცედენტო სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ირანს დრონების სანაცვლოდ | ISW-ის ანგარიში 

გამოქვეყნდა:

აშშ-ის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რუსეთი უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ირანს (რომელიც შეიძლება მოიცავდეს ვერტმფრენებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს) ირანული წარმოების იარაღის სისტემების სანაცვლოდ - ძირითადად კამიკაძე დრონები.

რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ წერს. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის რეგულარულ ანგარიშშიც.  ISW-ის შეფასებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ფომინი 3 დეკემბერს თეირანში შეხვდა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ მოჰამედ ბაგერის, რათა განეხილათ რუსეთისთვის ირანული თვითმფრინავებისა და რაკეტების მიყიდვის საკითხი, რასაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. 

მოხსენებაში ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ სამხედრო ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გავრცელებულ შეტყობინებაზე,რომ ირანის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა განაახლეს ფრენები მოსკოვში 8 დეკემბერს. 

ISW თვლის, რომ რუსი სამხედროები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან და იყენებენ ირანულ დრონებს ზუსტი დამიზნების საბრძოლო იარაღის არსენალის ამოწურვის გამო.

მოკლე მიმოხილვა ISW-ის შეჯამებიდან:

  • რუსული ჯარები აშენებენ თავდაცვით ხაზებს სვატოვოს რეგიონში
  • რუსი სამხედროები აგრძელებენ კონტრშეტევებს კრემენნაიას რაიონში, ხოლო უკრაინის სამხედროები, გავრცელებული ინფორმაციით, აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ამ რაიონში.
  • რუსეთის ჯარებმა განაგრძეს სახმელეთო შეტევები ბახმუტისა და ავდიივკას მიდამოებში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი