დღეს ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში სამხედრო პატივით დაკრძალავენ 

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველ გმირს, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას დღეს გურიაში,ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ის სამშობლოში 8 დეკემბერს გამთენიისას გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალში მეომრის ჩამოსვენების დღეს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი

ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია. 

25 წლის ქართველი გმირი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას, ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი