ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი - გორის მიწისქვეშა გადასასვლელებში უმძიმესი ვითარებაა. ქალაქის ოთხივე მიწისქვეშა გადასასვლელში უკვე წლებია ეს პრობლემა მოუგვარებელია. გარდა ამისა, არც ერთი მიწისქვეშა შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია დღეს “ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს. პარლამენტის წევრმა, ბადრი ბასიშვილმა გორის მერს პრობლემების მოსაგვარებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბასიშვილის თქმით, აქციებს კონსტანტინე თავზარაშვილის სახლის წინ გამართავენ.