პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადებიან. მთავარი საკითხი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა და უცხოეთში სამკურნალოდ გაყვანის გზებზე მსჯელობა იქნება.
ხვალ, 15:00 სააზე შეირიბებიან პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრები, პარტიის ლიდერები. მათ შიდაპატრიული არჩევნების ჩატარების წესი და თარიღი უნდა დააამტკიცონ. ამის შემდეგ, ოფიციალურად დაიწყება თავმჯდომარეობის მსურველების რეგისტრაცია და წინასაარჩევნო პროცესი.
როგორც ცნობილია, განიხილება ხმის მიცემის 2 ვარიანტი: - Facebook-ზე ხმის მიცემა და მეორე "ბლოკჩეინი", რომელიც არჩევანის ფარულობის შესაძლებლობას იძლევა.