
გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირის, ჯამბულათ ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობას.
25 წლის ქართველ მებრძოლს დღეს 15:00 საათზე სამხედრო წესით გმირი ბიძის გვერდით, ჯამბულათ ხოფერიას გვერდით სამხედრო წესით დაკრძალავენ. მანამდე კი, ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და საზოგადოების წევრები მას უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.
"იქ მარტო უკრაინის გული არ ანთია, ქართული გულიც ანთია და ქართული სულიც იბრძვის. ბევრია ასეთი გულანთებული ვაჟკაცი. ჯამბულათი ერთ-ერთი მათგანი იყო. პირველივე დღეებიდან ყევლაფერი მიატოვა, სპორტის და ჩაერთო ბრძოლაში. იმიტომ, რომ იმას სწამდა. ტელეფოზეც მაგას მეუბნებოდა ხომ იმისთვის ვიბრძვით, რაც ჩვენი საბრძოლველიაო, რა თქმა უნდა, ჩვენც ვუდასტურებდით და ჟინიც ემატებოდა. დღითიდღე იზრდებოდა, ჭკვიანდებოდა"- ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ტაბულიძე.
შეგახსენებთ, 25 წლის ქართველი გმირი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას, ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს დაიღუპა.
ავტორი: ემა გოგოხია