
"ეს არ არის საქართველოს ხელისუფლება, ეს არ არის ქართველი ხალხის ნება. საქართველო ოდითგანვე იბრძოდა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებისთვის უცხო ხილია, რადგან მათ სამშობლო ფაქტობრივად არ აქვთ. ასეთი ბიჭები, ასეთ მეომრებზე იდგა ოდითგანვე საქართველო და ანალოგიური მეორდება დღესაც სამწუხაროდ. ისტორია და ქართველი ხალხი შეაფასებს ჩვენ საქციელს და მათ შორის ხელისუფლების საქციელს.
თქვა უკრაინაში მებრძოლმა ბესარიონ ბენდელიანმა. ცნობისთვის, დღეს 10 დეკემბერს უკრაინაში დაღუპულ 25 წლის მებრძოლს ჯაბულათ ხოფერიას დაკრძალავენ.