პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატი მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი ხმები "ქართულ ოცნებას" აქვს და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მმართველი პარტიის დარწმუნება, რომ "ესა თუ ის კანდიდატი საუკეთესო იქნება ამ თანამდებობაზე".
"ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები აქვს ქართულ ოცნებას და საჭიროა, რომ სწორედ ასე მიუდგეს ჩვენი ოპოზიციაც, რომ მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით აქ საუბარია ქართული ოცნების დარწმუნებაში იმაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი საუკეთესო იქნება ამ თანამდებობაზე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის პოსტი ისევ ვაკანტურია. მესამე სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ხელისუფლება მხარს არ უჭერს.