
ამპუტირებული ფეხებითა და ხელებით, მძიმედ დაჭრილები მაინც ვერ გატეხეს. ისევ ფრონტის წინა ხაზზე არიან. ცოცხალი გმირების ახალი სიცოცხლე დაიწყო. აზოვის პოლკი - პუტინის რეჟიმის მთავარი სამიზნე - ფორმაშია. ლეგენდარულ აზოველებს ბოგდან კროტევიჩი იგივე "ტავრი" მეთაურობს, მან "მთავარი არხს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გმირი მეომარი, რომელიც ბოლომდე იდგა მარიუპოლისა და აზოვსტალის დასაცავად. შემდეგ იყო 4 თვიანი ტყვეობა - არაადამიანური მოპყრობა, კარცერი, წამება - სასურველი ჩვენებისთვის. თუმცა ვერცერთ აზოველს ვერ ათქმევინეს, რომ პუტინის ომში დამნაშავე მათი სამშობლოა. აზოვის პოლკის მეთაური განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს ქართველ მებრძოლებზე, რომლებიც სამაგალითო შეუპოვრობას აჩვენებენ ბრძოლის ველზე და უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი; ნინი ჟიჟიაშვილი