რა არის ბლოქჩეინი და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები ენმ-ში - პოლიტსაბჭო ხვალ გადაწყვეტილებას მიიღებს

გამოქვეყნდა:

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს როდის ჩატარდება არჩევნებში პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელიც ოცნების შემდეგ სიდიდით მეორე პარტიაა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს - რა ფორმით ჩატარდება არჩევნები. ორი პლატფორმაა  -  ფეისბუქი და ბლოქჩეინი. 

ე.წ. ბლოქჩეინი ახალი პლატფორმაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყანა, პოლიტიკური გაერთიანება თუ ორგანიზაცია არჩევნებისთვის სწორედ მას იყენებს.  სისტემა ისეა შექმნილი რომ მონაცემების შეცვლა თითქმის შეუძლებელია და პრაქტიკულად გამორიცხულიც. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ პლატფორმით ჩაატარეს კანადაში.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი