2008 წლის ომის გმირები - ჯარისკაცების პასუხი პრემიერის შეურაცხყოფას

გამოქვეყნდა:

ტყვიების წვიმისა და მტრის ცეცხლის არცერთი წუთით არ შეშინებიათ, ალყის გარღვევის დროს დროს, თვითონაც დაჭრილან, მაგრამ დავალება ბოლომდე შეუსრულებიათ და თანამებრძოლები ომში  არ მიუტოვებიათ. 2008 წლის ომი  - ქართველების გმირობისა და თავგანწირვის ისტორიაა. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტსაც იკავებდა, ვითომ გმირებს პატივს სცემს, რეალურად კი  ქართველ ჯარისკაცებს თავს ესხმის - „ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ, როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს“  - მთავარი ოპონენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილ მთავრობის მეთაურს ავიწყდება, რომ ამით თავდაცვის ძალების მოქმედ და ყოფილ სამხედროებს შეურაცხყოფს. იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე დგას და საქართველოს თავისუფლებისთვის სიცოცხლეს დებს.  

2008 წლის ომის მონაწილეების უმეტესობა  ახლაც ფრონტის წინა ხაზზეა. საქართველოს თავისუფლების სახელით ქვეყნის მომავალს უკრაინიდან იცავენ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი