
ოკუპირებული ყირიმის სოფელ სოვსკეში, ფართომასშტაბური ხანძარი გაჩნდა შენობაში, სადაც რუსი დამპყრობლები იყვნენ განთავსებული - ინფორმაციას უკრაინული UNIAN "უკრაინის შეიარაღებული ძალების" ტელეგრამში გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით წერს.
გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ მოიცვა ხანძარმა დიდი ფართობის ტერიტორია, ხანძრის კვამლი რამდენიმე ათეული მეტრით ჰაერში ავიდა.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, შენობაში, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, რამდენიმე ასეული მობილიზებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაციას, რომ ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები.