დროებით ოკუპირებულ ელენოვკას კოლონიაში 150 უკრაინელი ტყვე იმყოფება - ლუბინეცი

გამოქვეყნდა:

რუს ოკუპანტებს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში ამჟამად 150 უკრაინელი ჰყავთ ტყვეობაში, მათ შორის არიან სამხედრო და სამოქალაქო პირები, - ამის შესახებ ინფორმაციას რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი ავრცელებს.  

"ჩვენ იქ არ გვიშვებენ. ტერიტორიაზე შეღწევას მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალები ელენოვკას გაათავისუფლებენ. ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად იქ უკრაინის 150 მოქალაქეა დარჩენილი და ისინი მხოლოდ სამხედროები არ არიან", - თქვა ლუბინეცმა

შეგახსენებთ,  რომ ცოტა ხნის წინ უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 60 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა, მათ შორის იყვნენ ელენოვკას კოლონიაში მყოფი სამხედროები.

​ცნობისთვის, ივლისში ელენოვკას კოლონიაში აფეთქება მოხდა. იქ "აზოვსტალიდან" გამოყვანილი ტყვეები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 50 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი