
აზოვის პოლკის ერთ-ერთი მეთაური, დენის პროკოპენკო, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება, მიმართვას ავრცელებს, რომელიც აუდიტორიას მისმა მეუღლე, კატერინა პროკოპენკომ გააცნო დაჯილდოების ერთ-ერთ ცერემონიალზე:
"ჩვენი უძლეველი ჯარის წარმატებას ტელევიზიით ყოველდღე თვალს ვადევნებთ, მუშტებს ვუჭერთ ყველასთვის, ვინც ჩვენს სახელმწიფოს იცავს და ამ მძიმე წუთში ტყვეობაში იმყოფება. ჩვენთვის დიდი სასოწარკვეთაა, ჩვენი ძმები ახლა ფრონტის ხაზზე არიან და ჩვენ მათთან ვერ ვართ. ვიმედოვნებთ, რომ ომი ჩვენთვის არ დასრულებულა და ჩვენ გამოვადგებით ჩვენს ქვეყანას.
მარიუპოლისთვის ბრძოლა უკრაინელებისთვის დაუმარცხებლობის სიმბოლოდ იქცა, რუსებისთვის კი სიმსივნედ, სადაც 86 დღის განმავლობაში მათი სარდლობა ბატალიონს ბატალიონს აგზავნიდა სასაკლაოზე.
მარიუპოლის გარნიზონის ჯარისკაცების ერთგულებისა და სიმამაცის წყალობით, რომლის ლოკომოტივი იყო "აზოვის" პოლკი, შესაძლებელი გახდა მტრის ძალების დიდი ჯგუფის გაყვანა სამხრეთში, რითაც შეანელა შეტევა სხვა მიმართულებით და საშუალება არ მისცა მტერს ფრონტის სხვა რაიონებში წარმატებისთვის მიეღწია.
ეროვნული მასშტაბით შესაძლებელი გახდა ჯარების გადაჯგუფება, დასავლელი პარტნიორებისგან უახლესი იარაღის მიღება, ახალი პერსონალის მობილიზება, სტრატეგიული ინიციატივების აღება მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ და არაერთი წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარება." ნათქვამია დენის პროკოპენკოს წერილში.
შეგახსენებთ, დენის პროკოპენკო, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, აზოვის პოლკის სხვა მეთაურებთან ერთად, თურქეთში იმყოფება.
ის შეთანხმების საფუძველზე, იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ომის დასრულებამდე უკრაინაში არ ჩავა და თურქეთში იქნება პრეზიდენტ ერდოღანის მეთვალყურეობის ქვეშ.