ბახმუტში ოკუპანტებმა საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკა შეცვალეს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში საბრძოლო მოქმედებების წარმოების ტაქტიკა შეცვალეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერი, სერხი ჩერევატი აცხადებს, რომ ოკუპანტები ძირითად ძალებს ბახმუტისა და ავდივის მიმართულებებზე ამაგრებენ და იქ თავდასხმებისთვის მტერი იყენებს ყველა სახის არტილერიას, რაკეტებსა და ავიაციას.

„მტერმა ტაქტიკა შეცვალა, ქმნის თავდასხმის რაზმებსა და ჯგუფებს. ეს ჯგუფები იყოფა ქვეჯგუფებად, რომლებიც უშუალოდ ესხმიან თავს, დანარჩენები კი მათ ფარავენ. ჩვენ ვსწავლობთ თითოეულ ამ ტაქტიკას“, - თქვა ჩერევატიმ.

მისივე თქმით, ამ ტაქტიკას ძირითადად  „ვაგნერელები“ მიმართავენ, თუმცა იყენებენ სხვა დაჯგუფებებიც.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი