
უკრაინაში, ომის დაწყების დღიდან რუსებმა 47 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
"უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრისას პოლიციამ დააფიქსირა ოკუპანტების მიერ ჩადენილი 47 000 სამხედრო დანაშაული. მათ შორისაა წამება, გაუპატიურება, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები" - აცხადებენ უწყებაში
თებერვლის შემდეგ, მხოლოდ ლუგანსკის რაიონში, 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს წინასწარი მაჩვენებელია, რადგან რეგიონის ნაწილი ოკუპირებულია და მონაცემების დაზუსტება შეუძლებელია.
7 დეკემბრის მდგომარეობით კი, უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, თითქმის 30 წამების ადგილია აღმოჩენილი, 47 საქმეა აღძრული რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.