კასპის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 86 259 ლარს დახარჯავს

გამოქვეყნდა:

კასპის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 86 259 ლარს დახარჯავს, - ინფორმაციას რეგიონული მედია "მოზაიკა" ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო ღონისძიებების მომსახურებას გამარტივებული წესით შეიძენს. შესაბამისი თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე გასცა.

გადაწყვეტილებას თან ერთვის განმარტებაც, რომელიც ტენდერის გარეშე აღნიშნული მომსახურების შეძენის მიზეზს ხსნის.

"საახალწლო ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 2022 წლის 27 დეკემბერს. ვინაიდან დარჩენილი დრო არ არის საკმარისი ელექტრონული ტენდერის პროცედურების განსახორციელებლად, ღონისძიების სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციას მიზანშეწონილად მიაჩნია, ღონისძიებისთვის აუცილებელი მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით", – წერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი