აფეთქებები ოკუპირებულ მელიტოპოლში - იწვის ეკლესია, რომელიც რუსებმა სამხედრო ბაზად აქციეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში (ზაპორიჟიეს ოლქი) რუსი ოკუპანტების ბაზასთან ახლოს, აფეთქებები იყო. მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის თქმით, აფეთქებების ხმა ქალაქის აღმოსავლეთით ისმოდა. მისივე ცნობით, იწვის ეკლესია, რომელიც ოკუპანტებმა სამხედრო ბაზად გადააქციეს.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული საოკუპაციო არმია ზაპოროჟიეს ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს  აკონტროლებს, მათ შორისაა ქალაქი მელიტოპოლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი