ოდესის რეგიონში ვითარება მძიმეა, მილიონნახევარზე მეტი ადამიანი უშუქოდაა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოდესის რეგიონში ამ დროისათვის, მილიონნახევარზე მეტი ადამიანი უშუქოდაა დარჩენილი ღამით, ირანული დრონებით მიტანილი იერიშების შედეგად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი საღამოს ვიდეომიმართვაში საუბრობს:

"ოდესის რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა. ირანული თვითმფრინავების ღამის დარტყმის შემდეგ, ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სიბნელეშია. ამ დროისთვის ოდესის რეგიონში მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი". ამბობს ზელენსკი.

მისივე თქმით, ენერგეტიკული სისტემა უკრაინაში ახლა, "რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის ნორმალური მდგომარეობიდან" და სისტემაში მნიშვნელოვანი დეფიციტია, რის გამოც მოქმედებს გრაფიკი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

"უნდა გვესმოდეს: მაშინაც კი, თუ არ არის მასიური სარაკეტო დარტყმები, ეს არ ნიშნავს რომ პრობლემები არ არის. თითქმის ყოველდღე სხვადასხვა რეგიონი  იბომბება, არის სარაკეტო თავდასხმები, თვითმფრინავების თავდასხმები. ენერგეტიკულ ობიექტებს თითქმის ყოველდღე ურტყამენ. აღდგენა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების მუშაკები მართლაც გმირულ საქმეს აკეთებენ, კვირებში აღადგენენ იმას, რასაც თვეების შრომა სჭირდება.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს განათების აღდგენისა და ენერგოსისტემის გადარჩენაზე. ასევე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აცნობიერებს, რა ძნელია ჩვენი ცის დამცველებისთვის, რა ძნელია სარემონტო ეკიპაჟებისთვის და ენერგეტიკის მუშაკებისთვის, რა რთულია ყველასთვის, ვინც იცავს ჩვენს სიცოცხლეს." ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი