დღეს, 15:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა პარტიის ოფისში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მთავარი საკითხი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა  და უცხოეთში სამკურნალოდ გაყვანის გზებზე მსჯელობა იქნება. 

ამასთანავე, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების თარიღი და არჩევნების ჩატარების ფორმატი გადაწყდება. როგორც ცნობილია, განიხილება ხმის მიცემის 2 ვარიანტი: - Facebook-ზე ხმის მიცემა და მეორე "ბლოკჩეინი", რომელიც არჩევანის ფარულობის შესაძლებლობას იძლევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი