აფეთქებები მელიტოპოლში: არსებული ცნობებით, განადგურდა ჩრდილოეთ ოსეთის ქვედანაყოფი 

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბანაკი (ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი) - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული UNIAN ავრცელებს. 

წინასწარი მონაცემებით, დანაყოფის განადგურება უკრაინელემბა ამერიკული HIMARS-ით სარაკეტო თავდასხმის შედეგად შეძლეს. 

უკრაინული მედია ეყრდნობა ექსპერტ ირაკლი კომახიძის ცნობას, რომ ლიკვიდირებულ ოკუპანტებს შორის ბევრი ოსია, შესაძლოა სოსლან ფიდაროვი - ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. დამსახურებული არტისტი, რომელიც ახლახან ჩავიდა ზაპოროჟიეს რაიონში „ჰუმანიტარული მისიით“ საოკუპაციო კონტიგენტის მხარდასაჭერად. 

ფიდაროვის ლიკვიდაციაზე ოკუპანტებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი