
უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი "მიანიშნებს", რომ მომავალ 2023 წელს არჩევნებში მონაწილეობას ბოლოჯერ მიიღებს, რადგან, მისი თქმით, "დროა ადგილი ახლგაზრდებს დაუთმოს". ამის შესახებ მან 11 დეკემბერს სამსუნში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“იმედია, 2023 წელს დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელსაც მივიღებთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით ბოლოჯერ ჩვენი სახელით… ჩვენ გადავცემთ ამ წმინდა დროშას ჩვენს ახალგაზრდებს“ - ამბობს ერდოღანი.
ცნობისთვის, ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” თურქეთის ხელიუფლებაში 2003 წლიდანაა.