"პეტრე ცისკარიშვილს შეეზღუდა პარტიის ფინანსების განსაზღვრა, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საუბრობს.
მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის, ბატონი პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან იქნება შეჩერებული. ბატონ პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ეს ფინანსური რესურსები, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია. როგორც გენერალურ მდივანს... იმიტომ რომ, ჩვენ ვართ წარმომადგენლები სხვადასხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვადასხვა მხარის, სხვადასხვა პოზიციები გვაქვს, - თქვა წიკლაურმა.
იხილეთ ასევე: