ნინო ლომჯარიას 5-წლიანი მანადატი ისე ამოიწურა, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჯერაც არაა დასრულებული. ვიდრე პარლამენტი ახალ ომბუდსმენს აირჩევს, სახალხო დამცველის მოვალეობას ლომჯარიას პირველი მოადგილე შეასრულებს.
ქვეყანაში ადამიანის უფლებების მთავარი ქომაგისთვის ბოლოს სამუშაო კვირაც დაძაბული და დატვირთული გამოდგა. ნინო ლომჯარიამ უმნიშვნელოვანესი დასკვნა გამოაქვეყნა ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაზე და კიდევ ერთხელ მოუწია, დაბრუნებოდა მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად დამძმებულ ჯანმრთელობსაც, რა საკითხზეც სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის სტატუსით გაუგზავნა თავისი მოსაზრება. უკვე ყოფილმა სახალხო დამცველმა ბოლო სამუშაო დღეს "პოსტ ფაქტუმს" ვრცელი ინტერვიუ მისცა.