"გაუზიარე სითბო და სინათლე" - აქცია, რომლის მიზანიც უკრანისთვის ელექტროგენერატორების შეგროვებაა, ნამდვილ სახალხო მოძრაობად იქცა. ბოლო ორი თვეა, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ურკაინაში ენერგო და სამოქალაქო ობიექტებია. კრემლი სამხედრო თვალსაზრისით წარმატებას ვერ აღწევს, უკრაინელები კი რუსების მიერ ოკუპირებულ რეგიონებს ერთიმეორის მიყოლებით ათავისუფლებენ.
ამ ფონზე პუტინი ცდილობს, რაც შეიძლება გაურთულოს ცხოვრება რიგით უკრაინელებს. კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ექიმები ოპერაციებს ფარნის შუქზე ატარებენ, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი სიბნელეში და სიცივეში ზის.
ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ერთი თვე ფიქრობდა დახმარებოდა თუ არა უკრაინას გენერატორებით, ანუ ჰუმანიტარული ტვირთით, ისევ რიგითმა მოქალაქეებმა აჩვენეს სოლიდარობის და მეგობრობის მაგალითი. კარგია რომ მთავრობამ გვიან მაინც გაიღვიძა, და პირობა დადო, რომ გენერატორებს ხელისუფლების სახელითაც გააგზავნის. მაგრამ ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის.