საქართველოს ხელისუფლება საკუთარ გმირებს ებრძვის, ქართული ლიტერატურის კლასიკასაც კი ისე ცვლის და ამახინჯებს, რომ იქიდან სიტყვები ბრძოლა, გმირობა, თავისუფლება გააქროს... სამაგიეროდ კიკუებს ეძახის მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ურკაინასაც და საქართველოსაც.
რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" ეს მოქმედებები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი მოსკოვში. სადაც საქართველოს მოქმედ ხელისუფლების ლამის კაპიტულანტური განცხადებები პრაგმატულ პოლიტიკად მონათლეს და მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასაც დაპირდნენ.