"მშვიდობის ქალაქი" | ომში დაღუპული ქართველი გმირები და რუსული ჯარები ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

მშვიდობის ქალაქში ორი დღის წინ საახალწლო ნაძვის ხე აანთეს. ოღონდ მანამდე ამავე ქალაქის მესვეურებმა მთავარი გამზირი დაალაგეს, და უკრაინაში დაღუპული გმირების ფოტოები და მემორიალური სტენდი სხვაგან გადაიტანეს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ამ სტენდის ადგილი გმირთა მოედანზე უფრო მეტად არის, ვიდრე რუსთაველზე. მაგრამ მთავარი ეს კი არაა, მთავარი ხელისუფლების დამოკიდებულებაა, რომელიც ცდილობს გააუფასუროს რუსეთთან ომში დაღუპული ბიჭების გმირობა, ცდილობს მიჩქმალოს მათი არსებობა და მსხვერპლი, და ცხოვრება ისე გააგრძელოს, თითქოს არც არაფერი ხდება.

ცხადია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ახალი წლის გაუქმებას არავინ ითხოვს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება საკუთარ გმირებს ებრძვის და მათ დისკრედიტაციას ცდილობს, როდესაც მათი ხსენება ეხამუშება, როდესაც ცდილობს დედაქალაქის ყველაზე გამოსაჩენი ადგილიდან მათი კვალი გააქროს, ეს მხოლოდ ადასტურებს თავისუფლების მოედანზე გამოკრული სლოგანის ტრაგიკომიკურობას.

მაშინ, როდესაც კალაძე მთავარ ნაძვის ხეს ანთებდა და "ოცნების" სხვა ლიდერები საახალწლო ჰანგებზე ცეკვავდნენ, ქვეყანა ბახმუტთან დაცემულ გმირებს გლოვობდა, კიდევ ერთ გმირი, ჯამბულატ ხოფერიას კი ამ ცეკვა თამაშიდან რამდენიმე საათში ბოლო გზაზე გააცილეს, ჩვენი 5 თანამოქალაქის ცხედარი კი ამ დრომდე ბახმუტში რჩება და მათი გადმოსვენება ვერ ხერხდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი