
ინგლისში, ბირმინგმთან ახლოს მდებარე ქალაქ სოლიჰულში, გაყინულ ტბაზე სრიალისას ტურისტებს ყინული ჩაუტყდათ და წყალში ჩაცვივდნენ. BBC წერს, რომ რთული და ხანგრძლივი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ტურისტები იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სოლიჰულის სპიკერმა, ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ყინულის საფრთხის შესახებ გააფრთხილა:
"მიუხედავად იმისა, რომ გაყინული მდინარეები და აუზები შეიძლება იყოს მომხიბვლელი, ისინი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს", - თქვა მან.