აფეთქება კუნძულ ჯერსიზე | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის კუნძულ ჯერსიზე, ძლიერი აფეთქების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ოთხს კი ამ დრომდე ნანგრევებში ეძებენ. უცხოური მედიის ცნობით, სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა. შემთხვევის შედეგად კი რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. 

პოლიციის უფროსის ცნობით, ცხედრები უკვე ინდენტიფიცირებულია და დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. 

"აფეთქების შემდეგ ნანგრევებში ადამიანებს ვეძებდით, რის შემდეგაც ცხედრების ინდენტიფიცირება მოვახდინეთ. დაკარგულების პოვნას, სავარაუდოდ, დრო დასჭირდება. ჩვენ აქ სავარაუდოდ კვირების განმავლობაში ვიქნებით" - თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი